(+995 32) 270 89 38
info@tbilisitobacco.ge
გ. ნადარეიშვილის ქ. 7, თბილისი

Tag

The Surfing Man Will Blow Your Mind

A wonderful serenity has taken possession of my entire soul, like these sweet mornings of spring which I enjoy with...
Continue Reading

გენადი შოშიაშვილი

მთავარი ტექნოლოგი

1975 წელს დაამთავრა ქ.კრასნოდარის პოლიტექნიკური ინსტიტუტი - თამბაქოს ტექნოლოგიის განხრით .

1975  - 1982 წლებში მუშაობდა „თბილისის თამბაქო“ს საფერმენტაციო ქარხანაში და „საქთამბაქო“ს  სამმართველობაში.

1983 -1987 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენელი ინდოეთის რესპუბლიკაში ,  ახორციელებდა თამბაქოს შესყიდვას.

1988 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა გაერთიანება „თბილთამბაქო“ში.

2000 წლიდან დღემდე მუშაობს სს“თბილისის თამბაქო“ში - საამქოროს უფროსის თანამდებობაზე.

თამაზ ბიძიშვილი

მთავარი ინჟინერი – ტექნიკური სამსახურის უფროსი

1972  წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი - ენერგეტიკის ფაკულტეტი. სპეციალობა: ელექტრო ამძრავი და სამრეწველო დანადგარების ავტომატიზაცია.

მიიღო ინჟინერ-ელეტრიკოსის დიპლომი.

1972 წელს მუშაობა დაიწყო მძიმემრეწველობის ელექტრო საპროექტო -საკვლევ ინსტიტუტში-ინჟინრის თანამდებობაზე, შემდეგ უფროსი ინჟინრის  და წამყვანი ინჟინრის თანამდებობებზე.

1980 წლიდან მუშაობდა საწარმოოგაერთიანება „თბილთამბაქო“ს ფილიალის მთავარ ენერგეტიკოსად,მთავარ ინჟინრად,მთავარ მეტროლოგად.

1998 წლიდან მუშაობდა სს „თბილისის თამბაქო“ში მთავარ ენერგეტიკოსად,შემდეგ ტექნიკური დეპარტამენტის უფროსად.

2011 წლიდან დღემდე  აღნიშნულ კომპანიაში მუშაობს მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე.

გიზო დოლიძე

წარმოების ხელმძღვანელი

გიზო დოლიძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გიზო თბილისის თამბაქოს  გუნდს შემოუერთდა 2011 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე, წამყვანი პოზიციებზე, კერძოდ:

  • 2011-2012 - სიაგრეტის საამქროს უფროსი;
  • 2012-2019 - წარმოების დირექტორი;
  • 2019 - წელს 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა შპს „გეო დისტრიბუცია“-ს დირექტორის თანამდებობაზე
  • 2019-დან დღემდე მუშაობს წარმოების დირექტორის თანამდებობაზე.

ბესიკ მელაშვილი

ფინანსური დირექტორი

2018 წელს ბესიკი „სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა, 2019 წლიდან კი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, შპს „გეოდისტრიბუციის“, ფინანსური დირექტორია. საქართველოს მასშტაბით მას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ბესიკმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო-საბანკო ფაკულტეტი დაამთავრა და შემდგომ სწავლა ეკონომიკისა და ბიზნესის, ამავდროულად, იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო.

თამაზ შენგელაია

ფინანსური დირექტორი

თამაზ შენგელაია 2018 წლიდან დღემდე „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“  შვილობილი კომპანიის, „თბილისის თამბაქოს“, ფინანსური დირექტორია.

მან 1999 წელს პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური აპარატურის ფაკულტეტი დაამთავრა და ფინანსების სფეროში 22-წლიანი სამუშაო გამოცდილება დააგროვა.

სხვადასხვა დროს იყო მთავარი ბუღალტრის ასისტენტი სადაზღვევო კომპანია “Interpolis”-ში (1998-1999), საკრედიტო ოფიცერი “Georgian Post Bank”-ში (1999-2001), ფინანსური მენეჯერი „სამგორში (2001-2006), ფინანსური დირექტორი „იოლსა“ (2006-2011) და „თბილისის თამბაქოში“ (2011-2015); ასევე მთავარი ბუღალტერი “Jacobs Douwe Egberts (Caucasus)”-ში (2015-201).

ილია ქანთარია

გეოდისტრიბუციის ხელმძღვანელი

„სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 2016 წელს შემოუერთდა. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. განათლება ფინანსებისა და ბიზნესადმინისტრაციის მიმართულებით მიიღო. მუშაობდა ისეთ წარმატებულ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: შპს „სამგორი“ და საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა”, ასევე, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“.

2016 წლამდე ჩვენი შვილობილი კომპანიის, „მეღვინეობა შილდას“, თანამშრომელი გახლდათ, ხოლო ამჟამად „გეოდისტრიბუციის“ ხელმძღვანელია.

ლევან სკამკოჩაიშვილი

გენერალური დირექტორი

ლევან სკამკოჩაიშვილი „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 2011 წელს შემოუერთდა. მას მოსკოვის პ. ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 1988 წლიდან ჯანდაცვის მენეჯერია. ამჟამად „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის, „თბილთამბაქოს“, დირექტორის პოზიცია უკავია.

ალექსი ანდრიაძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ალექსი ანდრიაძე 2011 წელს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე შემოუერთდა „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას − სს „თბილისის თამბაქოს“, ხოლო 2019 წლიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

ალექსიმ 1998 წელს European School of Business (ESM)-ის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მას 23-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. აქედან 22 წელი მენეჯერულ პოზიციებზეა ნამუშევარი − საწყის ეტაპზე ფინანსებისა და მარკეტინგის სფეროებში, 2001 წლიდან კი − FMCG სექტორში გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

ალექსი სხვადასხვა კომპანიაში საქმიანობდა, კერძოდ, „სამგორი ალკოში“ (სპირტიანი სასმელების წარმოება, 2001-2003 წწ.), ხოლო 2003-2008 წლებში იყო „სამგორი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ასევე „ციკოლია დიზაინის“ დამფუძნებელი / მენეჯერი (2008-2011 წწ.).

მარიკა ვახტანგიშვილი

ჯგუფის ფინანსური დირექტორი

მარიკავახტანგიშვილი „სმარტკაპიტალჯგუფს“ 2016 წელსშემოუერთდადაამჟამადფინანსურიდირექტორისპოზიციასიკავებს.

მანამდე ის “Ernst & Young LLP”-ისა (ლოს-ანჯელესი) და “EY Georgia LLC”-ის საქართველო აუდიტორული პრაქტიკის მენეჯერი იყო.

მარიკა ESM-ის (ევროპული მენეჯმენტის სკოლა) ბაკალავრი და დიპლომირებული სერტიფიცირებული ბუღალტერია.

რატი ღვამბერია

ჯგუფის გენერალური დირექტორი

რატი ღვამბერიამ „სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ 2005 წელს უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა, წლების განმავლობაში დაწინაურდა, წამოიწყო, განავითარა არაერთი წარმატებული პროექტი და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჯგუფში იკავებდა სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობას.

2017 წლიდან რატი დაინიშნა ჯგუფის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ის ხელმძღვანელობს მასში შემავალ ყველა კომპანიასა და პროექტს.

რატის წარჩინებით აქვს დასრულებული გრენობლის ბიზნესსკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამა, ასევე ფლობს BBA ხარისხს ფინანსებში კავკასიის ბიზნესსკოლიდან.