English

სიახლეები

2012 წლის საქმიანობის მოკლე შეჯამება

უკანასკნელი წლების განმავლობაში ისეთი გარე ფაქტორების გამო, როგორებიცაა გლობალური ეკონომიკური კრიზისი, თამბაქოს  პროდუქტებზე აქციზური მარკების ფასისა  და სარეგულაციო შეზღუდვების ზრდა,  სს „თბილისის თამბაქო“-ს მოუხდა რთულ ბიზნეს გარემოში ოპერირება. სირთულეების მიუხედავად ჩვენ წარმატებით შევძელით გავმკლავებოდით მათ და დამატებით განგვეხორციელებინა ეფექტიანი სამომავლო ინვესტიციები. 2012 წელს, ჩვენ გავაფართოვეთ ბრენდი „პირველი“-ს ოჯახი და საქართველოს ბაზარზე წარმატებულად დავნრგეთ „პირველი ნანო სუპერსლიმი“. აგრეთვე განხორციელდა ბრენდი „პირველი“-ს გაყიდვაში უკვე არსებული კოლოფების დიზაინის დახვეწა და გაუმჯობესება. 2012 წლის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა რამოდენიმე ამბიციურ პროექტს, რომლებიც უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ საქმიანობის ჩვეული სიმტკიცითა და ენერგით მართვას, რათა მივიღოთ  გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად მზარდი შემოსავალი.    

 

26.12.2012
Tbilisi Tobacco © 2011 - 2019