English

სიახლეები

2011 წლის საქმიანობის მოკლე შეჯამება

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობის მოკლე შეჯამება 2011 წლისათვის. გლობალური ეკონომიკური რყევებისა და მომხმარებლის შემცირებული მსყიდველუნარიანობის ფონზე, ჩვენი კომპანიის მრავალმხრივ განვითარებულმა ბიზნეს სტრუქტურამ, შეძლო დაეძლია თამბაქოს პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა სირთულე. ძლიერი კონკურენციისა და რთული სავაჭრო პირობების მიუხედავად, განვლილი 2011 წელი იყო ნაყოფიერი ჩვენი კომპანიისათვის. ყველა საბაზრო სეგმენტში, ჩვენი ბრენდების საბაზრო წილმა განიცადა საგრძნობი ზრდა. კომპანიის მთავარი ბრენდის, „პირველი“-ს გაყიდვებმა, მთლიანად ფილტრიანი სიგარეტის ბაზარზე გაყიდული პროდუქციის 20%-ს გადააჭარბა. 2011 წლის შთამბეჭდავი მაჩვენებლები გვიბიძგებს მიღწეული ხარისხის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნების გარდა,  მივიღოთ ახალი გამოწვევები და დავნერგოთ მეტი სიახლეები მომავალი წელიწადის განმავლობაში.  

 

11.01.2012
Tbilisi Tobacco © 2011 - 2020