English

პროდუქტები


სიგარეტი “პირველი ინტერნაციონალი” წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდვად ბრენდს. იგი არის პირველი ბრენდი რომელიც ჩვენმა კომპანიამ წარუდგინა მომხმარებლებს. პროდუქტის მაღალი ხარისხისა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე დროთა განმავლობაში იგი მტკიცედ დამკვიდრდა ბაზარზე და ჰყავს ერთგული მწეველების დიდი რაოდენობა. 

2010 წლიდან ჩვენმა კომპანიამ გაზარდა ბრენდი “პირველი”-ს ოჯახი და მომხამრებლებს წარმოუდგინა Pirveli Premium-ი.Pirveli Premium-ს გააჩნია Pirveli Premium Blue და Pirveli Premium Red სახესხვაობები. მაღალი ხარისხის თამბაქოს და “პირველი”-ს ბრენდისადმი ჩამოყალიბებული ნდობის წყალობით Pirveli Premium-მა სწრაფად მოიპოვა მომხმარებლის სიმპათია და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს ქართულ ბაზარზე.
 
2011 წლის დეკემბრიდან ბრენდი „პირველი“-ს ოჯახს დაემატა კიდევ ერთი პრემიუმ კლასის სიგარეტის სახეობა Pirveli Premium Export-ი. მას ისევე როგორც ბრენდი პირველის ოჯახის სხვა წარმომადგენლებს გააჩნია სიძლიერის მიხედვით განსხვავებული Red და Blue ვერსიები. Pirveli Premium Export-ში გამოყენებული თამბაქოს ბლენდი გამოირჩევა თავისი განუმეორებელი არომატით, რამაც უზრუნველყო მისი სწრაფი დამკვიდრება საქართველოს ბაზარზე.

2012 წლის ივლისიდან საქართველოს ბაზრისათვის გამოშვებული იქნა ბრენდი „პირველი“-ს ოჯახის  კიდევ ერთი სიგარეტი. ახალი პროდუქტს, რომელიც წარმოდგენილი იქნა პირველის ბრენდისათვის სრულიად ახალ ნანო სუპერ სლიმ კატეგორიაში გააჩნია ორი Nanored და Nanoblack სახესხვაობა. პირველი ნანო სუპერ სლიმმა ბაზარზე გამოჩენისთანავე მიიზიდა მწეველთა საკმაო რაოდენობა. ეს ფაქტი განპირობებულია იმით, რომ მას გააჩნია დახვეწილი დიზაინი, კონკურენტუნარიანი ფასი და განუმეორებელი გემო. პირველი ნანო სუპერსლიმი იდეალური არის იმ კატეგორიის მწეველთათვის ვისაც სურს მოწიოს ნაკლები, ამასთან ერთად დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება და მიიღოს სიამოვნება.




 

Tbilisi Tobacco © 2011 - 2019