English

ჩვენს შესახებ

სააქციო საზოგადოება თბილისის თამბაქო, წარმოადგენს თამბაქოს პროდუქციის წამყვან მწარმოებელს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ცნობილი ბრენდი “პირველი” შედის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდვად სიგარეტის ბრენდთა სამეულში.

ჩვენი კომპანია ოპერირებს 1998 წლიდან და წარმოადგენს თამბაქოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ადგილობრივ მწარმოებელს. პროდუქციის წარმოება ხდება ქვეყნის დედაქალაქ თბილისში. ფუნქციონირების წლების განმავლობაში კომპანიას ჩამოუყალიბდა სანდო და სატაბილური პარტნიორის რეპუტაცია. თბილისის თამბაქოს დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი კადრები, რითაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებში. 2011 წელს განხორციელდა აღმასრულებელი მენეჯმენტის ცვლილება რის შედეგადაც კომპანია გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებული სადისტრიბუციო ქსელის წყალობით, თბილისის თამბაქოს პროდუქცია ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა რაიონში. სადისტრიბუციო მომსახურეობას ექსკლუზიურად ასრულებს შპს “გეოდისტრიბუცია”. კომპანიის ფუნქციონირების განუყრელ ნაწილს წარმოადგენს არსებული ნაწარმის გაუმჯობესება და ბაზარზე ახალი, მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისი ბრენდების დანერგვა.    

ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი პროდუქციის მომხმარებლისათვის უმაღლესი ხარისხის თამბაქოს ნაწარმის მიწოდება. მოცემული მიზნის მისაღწევად ჩვენ ჩამოგვაქვს უმაღლესი ხარისხის თამბაქოს ფოთლები და თამბაქოს პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული კომპონენტები მსოფლიოს წამყვანი მომწოდებლებისაგან.

Tbilisi Tobacco © 2011 - 2019